შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში - სრულად განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება აჭარის რეგიონის სკოლებსა და როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. სხვადასხვა პროექტთან ერთად, ამ ეტაპზე, ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 101 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.
გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე - ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.