საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები.
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ „ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში - ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება და მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში“.
საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ 26 წლის ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.