ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა და სრულად მოაწესრიგა.
შედგა რიგით მე-13 ადამიანის უფლებების დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მსგავსი ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ ვირტუალურ მაგიდასთან ყველა ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებების სფეროში, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მე-13 შეხვედრაზე საუბრისას.
დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 4 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური.
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მთავრობის განკარგულებით, კიდევ 113 ეკომიგრანტ ოჯახს, წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში სახლები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალისესკიზებზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.