ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან გლობალურად, ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება უარესდება და ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მატულობს.
ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორ პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - სამუშაოები საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.