უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ. კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას მთავრობის განკარგულება მოიცავს
ჭავჭავაძის გამზირზე, ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება.
ახლადრეაბილიტირებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მუნიციპალიტეტის მერია ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, რაც მუნიციპალურ ავტობუსებზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამაგრებას გულისხმობს.
დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი www.StopCov.ge აქვეყნებს.
დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 530 გრძივ მეტრზე 400 და 500 მმ-იანი სანიაღვრე მილები მოეწყო, ასევე, 44 ჭა და ცხაური მონტაჟდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.