ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 16 მისამართზე საცხოვრებელი შენობის სახურავი რეაბილიტირდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.
ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია, 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 24 საათის განმავლობაში არ გაზრდილა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge-ზე აქვეყნებს.
ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი დღევანდელი მონაცემებით 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, რომელნიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს.
გლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია.
საქართველოს პრეზიდენტი, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს აჭარის რეგიონს ეწვია და პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.