მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მოძრაობა ხუთი მიმართულებით აღდგა: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი და ფოთი. პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.
მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან, დამატებითი ავტობუსები მოემსახურება. რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის I კვარტლის N7 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.
თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილას მდებარე სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია.
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში უკვე კორონავირუსის 864 შემთხვევა არის დადასტურებული.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მე-14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
თბილისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატა - „მზიურის“ განახლებული პარკი გაიხსნა.
რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.
მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პერიოდულ პრესაში აღინიშნება, რომ ,,ლოთობა რყვნის ადამიანის ზნეობასა და იგი დედაა ბოროტებისა“, რომ მედიცინა ლოთობას ისე უცქერის, როგორც ავადმყოფობას და იგი ცუდად მოქმედებს ,,ჯანზეც და ფსიხოლოგისათვის“. ალკოჰოლიზმის გავრცელებაში კი ზოგი ჟურნალისტი თუ პუბლიცისტი ევროპელებს სდებდა ბრალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.