2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან.
ვირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოს მიდგომაში პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი მიმართულება იყო, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შემდეგ ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა ისე, რომ რისკი არ შევუქმნათ ადამიანის ჯანმრთელობას და ნებისმიერი, ამ ორი მიმართულებით წარმატება დაკარგავს აზრს, თუ პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება უკვე ძალაშია. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და შესაბამისად, უკვე მოქმედია.
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველ კვარტალში კიდევ ერთ მოსასვენებელ სივრცეს აწყობს.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge-ზე აქვეყნებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. გლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.