ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პანდემიის პირობებში 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით დამტკიცებული პროტოკოლის რამდენიმე პუნქტი განმარტა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.
ლიბერთი ბანკი, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლება:
საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.
თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც GUARDIAN.GE-ის დიდი დიღმის პოლიციის განყოფილების უფროსმა განუცხადა, შემთხვევის ადილზე დაახლოებით 5 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა.
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეშელიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. გადაადგილების შეზღუდვა 12 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.