საზოგადოება

ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი პროექტები; არსებული რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე პროექტებშიც.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის გაცემული 1 200 დოლარი და საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთის შეთავაზებული 1 200 ლარი მსყიდველობითი უნარის მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა და ეს მაშინ, როცა აშშ-ს შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე მინიმუმ 50-ჯერ დიდია, ვიდრე საქართველოსი.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება იმ ადამიანებსაც შეეხება, რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მისივე თქმით, კომპანიის მიერ დეკლარაციის ჩაბარებისას გაირკვევა, კომპანიამ დასაქმებულები შეინარჩუნა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა თუ არა.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს. 

სრულად...

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

სრულად...

ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას.

სრულად...

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და მოიცავს 2 კვირიან ეტაპს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას. მან თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ კომპანიები ვალდებული იქნებიან ახალი რეგულაციებით იმოქმედონ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში თანხები გადარიცხეს, განსაკუთრებული მადლობა მან ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი