თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელი დღეს 06:00 საათზე ჩაიკეტა.
დედაქალაქის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.
საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.
ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა.
თბილისში მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვის დროს. როგორც დედაქალაქის მერმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყველა ის ბიზნესკომპანია, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია, მერიის საწარმო "თბილსერვისჯგუფმა" აღრიცხა.
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.
მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ "112"-თან დაკავშირებას, - შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.