ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დამცავი ფარები მათ ნიღაბთან ერთად უნდა ეკეთოთ და სახეზე ჩამოფარებული ჰქონდეთ.
კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ახლა მთავარი ამოცანაა, ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის მოვემზადოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან 63 წლის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.
სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა.
ადამიანის გაჩენიდან არსებობს დანაშაული და მას კაცობრიობა სხვადასხვა ხერხით და მეთოდით მუდმივად ებრძვის. მისი სრული აღმოფხვრა გონიერ თვალსაწიერშიც შეუძლებლად მიგვაჩნია, მაგრამ მინიმუმამდე დაყვანა და ამ „ბალანსის დაცვა“ სამართალს ძალუძს.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.