საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში „აჭარის ტექსტილის" საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.
„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც - 23 000კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, - გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.
ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილის თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარიც, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა.
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის ჯგუფს განეკუთვნებოდა.
მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა, – ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი” ინტერვიუს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან ასე წარადგენს.
თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, - განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.