კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.
დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ შვიდ ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ, მსოფლიოში არსებული ამ რთულ ვითარებაში, გამოიჩინა განსაკუთრებული ეფექტურობა და ამ დრომდე სამაგალითოდ შეძლო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის ზომების გატარება, რაც აღიარებულია პარტნიორების მხრიდან.
ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს ასევე საერთაშორისო პარტნიორები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს; არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ხდება მათი ოპერატიული დახმარება.
საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. მაგალითად, როგორიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო მარნეულისა და ბოლნისის ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კიდევ გადაიდო, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ #181-ე დადგენილებაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.