„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჩვენ ამ ეტაპზე მოლეკულური ტესტირებისთვის საჭირო რამდენიმე ათასი ტესტის მარაგი გვაქვს ქვეყანაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.
„საქართველო იმსახურებს იშვიათ ტაშს კორონავირუსზე პასუხის გაცემისთვის“ - ამ სათაურით ვრცელ სტატიას „ევრაზიანეტი“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ქვეყნები მსოფლიოს გარშემო პანდემიის გასამკლავებლად იბრძვიან, საქართველო იშვიათი წარმატების მაგალითი გახდა. კორონავირუსთან ერთად, საქართველოს აქვს იმგვარი აფეთქება, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია: საზოგადოების ნდობა მთავრობისადმი“, წერს „ევრაზიანეტი“ 20 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში.
„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, განაცხადა საქართველოს პრეზიენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ბანკომატში და სავაჭრო ობიექტებში ბარათის (პინ კოდის) მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მაისის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ.
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. საქართველო წელს მეცხრედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას მსოფლიო გზავნილით - „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის თაოსნობით, რომლის დირექტორი გუგული მაღრაძეა, კორონა ვირუსით გამოწვეულ სიტუაციასთან ფსიქოლოგიურად გასამკლავებლად ჩამოყალიბდა ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური, ემოციური პრობლემები აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით: შფოთვა, იზოლაციის შიში, ნევრვული აშლილობა და სხვ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.