თბილისში, კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება - ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.
„მეგობრებო ამ 54-ით სიარული საშინელება არის. მოვითხოვოთ მისი სასწრაფოდ ჩანაცვლება. დღეს ხალხი ჩაგვწვა კინაღამ ამ დამპალმა და ვადაგასულმა ავტობუსმა.... თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე - „აბა მოდი ერთად ვიაროთ ამ ავტობუსით ყოველ დღე ოჯახებთან ერთად“, წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჯალაღონია ფეისბუქ-ჯგუფში „დიდი დიღომი“ და თავის განცხადებას ფოტოსურათს ურთავს.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.
მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, რამდენიმე მაღაზიაში ხანძარი იყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩა N14 და N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა, მათი ნაწილი ამჟამადაც მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.