პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
ჩვენ გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.
ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
2020 წლიდან, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.
ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა შაბათს, 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს.
"თბილსერვის ჯგუფის" ქონების მართვის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მცხოვრებ ვეფხო გუგეშაშვილსა და ია ალიბეგაშვილს ესტუმრა, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.