იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა წარადგინა და ცვლილებები მთავრობამ დღესვე დაამტკიცა, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებდა, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ.
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, ინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, საკუთარ სახლთან ახლოს, გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლიბერთის ინიციატივით „ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ.
საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური და მასშტაბური ლოიალობის პროგრამა ‘ქეშბექი’ აამოქმედა. "ქეშბექი" ბაზარზე არსებული მსგავსი ლოალობის პროექტებისგან სრულიად განსხვავებული და უპრეცენდენტოა.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რაც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც პარკებში, ბაღებში, სკვერებსა და სხვა მსგავს სივრცეებში მშენებლობის უფლებას კრძალავს.
„ფრიდომ ჰაუსის" კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).
სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ.
8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი დაკავებულია და პოლიციაში იკითხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.