ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N39ა-ს მიმდებარედ 3 400 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ახმეტაში, ზემო ხოდაშენში 33 წლის მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ წყალწმინდის, სუფსისა და ლესის მოსახლეობასთან. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
უახლოეს პერიოდში წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, „ისუზუს“ მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდება.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.