თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძველებული პარკის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე, ამ ეტაპზე, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„თერგის“ ბაზრობაზე ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, სადაც საწყობი იყო განთავსებული, საწყობში სათამაშოები და პიროტექნიკაც იყო.
„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი - თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ.
პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი ამოქმედდა, რაც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.
სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის.
ექვს ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, ისინი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.