თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის შედეგები გააცნო.
„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს დანიური კომპანია „რამბოლი“ მოამზადებს.
ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა.
დიდუბის რაიონის გამგეობა დისევის ქუჩის N7-ში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 69 ოჯახი ცხოვრობს, ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.
ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებს არ მიიღებენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.
დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ (EEA) „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) პროექტის ფარგლებში, ექვსი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) წარმომადგენლებისთვის მორიგი ორდღიანი სემინარი „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელების შესახებ“ ჩატარდა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.