აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო. ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს - სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზ. გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან "ქალაქურის" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
თბილისის მერი კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახლადმოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის - „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე, ამაღამ, 14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.