საზოგადოება

15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

სრულად...

გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.  

 

სრულად...

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ წყნეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ფიროსმანის ქუჩაზე ხორციელდება. 

 

 

სრულად...

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ  ფართობზე შესრულდა.

 

სრულად...

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს.

 

სრულად...

თბილისის N202, N121 და N156 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს, ბავშვებს  განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. სამივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: N202 ბაღში ამჟამად ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს - იცვლება გზის საფარი, სადაც ასფალტთან ერთად დაიგება ქვაფენილი, ამასთანავე, მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედნები. N136 ბაგა-ბაღში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გარემონტდა შენობის ინტერიერი და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღშიც, ასევე გარემონტდა რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც. სამუშაოების ჯამური  ღირებულება 246 000 ლარია. 

 

სრულად...

"ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, N90 ავტობუსი თბილისის ქუჩისა და ეკლესიის მიმართულებით იმოძრავებს ოქროყანის ზედა დასახლების მხრიდან, ინოვაციების ქუჩიდან.  

 

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს. 

 

სრულად...

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი