თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, დღეს გლდანის განახლებული პარკი გახსნა. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ ბავშვობის ის წლები გაიხსენა, როდესაც გლდანში ცხოვრობდა და აღნიშნა, რომ მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა სწორედ გლდანს უკავშირდება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. ამ ეტაპზე, მუხიანში, ბობოხიძისა და ამავე ქუჩის I გასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. პარკის გახსნასთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია, ოპერატორებს გაესაუბრა და კონსულტაცია მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.