თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი -2“ ის გუნდმა გადააგორა ბოლო პერიოდის მოვლენები, რაც იყო უდიდესი სტრესი, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მუშაობს აქ და ახლაც დიდწილად ვართ გაურკვევლობაში, ჩვენი პასუხისმგებლობა პირველ რიგში მაყურებელთან გვავალდებულებს, რომ ეს არ უნდა აისახოს მაუწყებლობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „რუსთავი 2“ - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოების ღონისძიება და ახალგაზრდული კონკურსის „კანის ლომები 2019“ ფარგლებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიგელები გადასცა.
ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მძიმედ არის ორი ადამიანი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც კაპიტალურად მოწესრიგდა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. ამ დროისთვის კვალავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და „არტარეას“ ორგანიზებით, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის საღამო გაიმართა. ამით თბილისური ეზოების ზაფხულის სეზონი დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.