შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციების დატბორვის შესახებ 100-ამდე შეტყობინება შემოვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ყველა მათგანზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, აღარ წვიმს და ვითარება სტაბილურია.
თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე რაიონი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანი-ნაძალადევის რაიონში.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით, ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ.
მთავარი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებამდე მივიდეს ჩვენი ხმა, რომ გარეჯს საქართველო ვერ დათმობს, აცხადება მამა ზაზა და მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის დათმობის „არც მორალური, არც ისტორიული" უფლება საქარველოს არ აქვს.
„გარეჯი არის საქართველოს განუყოფელი წმინდათაწმინდა ნაწილი, ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა", აცხადებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე), რომელიც იმყოფება დავით გარეჯში იმ ასეულობით ადამიანთან ერთად, რომლებიც კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში დილიდან მშვიდობიანი მსვლელობის მოსაწყობად შეიკრიბნენ.
დავით გარეჯში, დევიზით - „გარეჯი საქართველოა" აქცია მიმდინარეობს. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დილიდან საქართველოს მართალმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიიდან სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დავით გარეჯში, ბოლო პერიოდში, განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ესკრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არისდარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა დაშეთანხმება შედგა პირველ რიგშიჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ესმათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.