5-6 ივნისს, თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, გამწვანებულ ფერდობზე დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს.
მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს.
იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს აქვს სურვილი, გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში, მედიით შეიტყო.
კლიენტს და „თიბისი ბანკის“ ოპერატორს შორის დაწყებული შელაპარაკება, კლიენტის ცემით დასრულდა. დაზარალებული ცემაში ბანკის დაცვის თანამშრომელს ადანაშაულებს. მამაკაცის მტკიცებით, მას ე.წ. კასტეტი ჩაარტყეს სახეში, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანება მიიღო.
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალა-კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას ბუშის ქუჩაზე და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
3 ივნისს, გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი“.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.