დიდუბესა და დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპორტული მოედნები სამ მისამართზე უკვე განახლდა.
26 მაისს ლიბერთის ინიციატივით თბილისში, განახლებულ გოძიაშვილის ბაღის ტერიტორიაზე სპეციალურად უფროსი თაობისთვის ცეკვების პირველი საღამო გაიმართა. მსგავსი საღამოები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ლიბერთის სოციალური მედიის საშუალებით წინასწარ დაანონსდება.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტად ეწვივნენ და ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ.
მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გამო, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია.
„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე", განაცხადა დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა, რომელმაც დღეს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში მაღაროელთა რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ვრცელდება, მოგვარებული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.