„დამიტოვე ხე‼ ნუ ჩამაბეტონებ‼“ - ამ სლოგანით შაბათს, 23 მარტს, დილის 11:00 საათზე თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, „გუდვილის“ მოპირდაპირე მხარეს დიდი დიღმის მცხოვრებთა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება!
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა და განახლდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მეტროს მატარებლის ტექნიკური ხარვეზი გახდა.
კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა.
უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს.
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა.
ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე მარინა მესხის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს ამ პრობლემას მოუგვარებს. ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.