თბილისის დიდი დიღმის დასახლებაში ნასვამი მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა და პარკირებაზე მდგომ ავტომანქანას დაეცა. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მას მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს „ფეისბუქის“ მომხმარებელი აქვეყნებს.
განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთი-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მასში აღნიშნულია, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.
პროექტის ფარგლებში მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება.
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერი ტაქსის მძღოლების აქციას ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მერია მზად არის, ტაქსის მძღოლებთან დიალოგის გამართვისა და მათი შეკითხვების პასუხის გაცემისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.