ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლის ქალი დაწესებულებიდან ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი ტრავმებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის - Night Lab-ის პირველი ჰაკათონი გაიხსნა. ღონისძიებას „ღვინის ქარხანამ“ უმასპინძლა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დაათვალიერა სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს გაეცნო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
1992 წლიდან თადარიგში დათხოვნილი პოლკოვნიკი თამაზ ყაველაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ აცხადებს, რომ იგი „სააკაშვილთან ერთად საბრალდებლო სკამზე უნდა იჯდეს“.
თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში არასწორად პარკირებულ ავტომანქანას მძღოლის კარების მინაზე წარწერა - „ისწავლე პარკირება!“ გაუკეთეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს, რომ აღნიშნული ავტომანქანის კარებსა და სარკეზე ნაგვით სავსე პოლიეთილენის პარკებია ჩამოკიდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.