თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი გაიმართება, რომლის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და „მწვანე ოთახი“ არიან. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საპატრიარქო სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ღამით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას ღამის სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
დიდ დიღომში ძლიერი ხანძრის შედეგად ტექნო-ლუქსის საწყობის 1 800 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. კვირას, ღამით გაჩენილი ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი ძალიან ძლიერმა ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს ასცდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკაში დაიღუპა, ხოლო მეორე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ამ ეტაპზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების ყოფნა არ დაფიქსირდა. გუშინდელი შემოსვლა რუსების უკან დაბრუნებით დასრულდა და მადლობა ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა ამისთვის, აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა.
თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.