საზოგადოება

თბილისში 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ, ამავე პერიოდიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს გამოცემა „გლობალ ფაინენსის“ მიერ ეროვნული ბანკის მმართველთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მმართველად დასახელებას ულოცავს. 

სრულად...

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეთნიკური უმცირესობის რეკრუტებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზა „ხცისში“ დღეიდან დაიწყო. კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგები უძღვებიან.

სრულად...

თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა.  

სრულად...

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობა საათობრივად მძიმდება. მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტპატიმარია ბიძინა ივანიშვილს გამოკეტილი ჰყავს ციხეში, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის" საქმეზე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კორუფციული მორევი, რომლითაც მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება" კულმინაციას აღწევს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ „ადრე ყოჩაღად იყო და სპორტულად, ახლა დავუკვირდი, თვალი დაპატარავებული აქვს, ფერი დაკარგული, მაგრამ ისე არ არის, ვერ იცნოთ“.

სრულად...

„ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე და ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

სრულად...

სპეციალური პენიტენციური სამსახური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ასევე უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი