საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული. ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატზე, გიორგი ჩივიაშვილზე დაყრდნობით „რუსთავი 2“ ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ეხმაურება. ილია მეორე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ ეკლესიის მესვეურების თხოვნის საფუძველზე მიიღო. პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ხელისუფლება არც მომავალში მიუბრუნდება.

სრულად...

ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა. ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა. როგორც GUARDIAN.GE-ს წყალტუბოს მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამედიცინო დაწესებულებას სულ 26-მა ბავშვმა მიმართა, სტაციონარში მკურნალობას კი, 11 მათგანი განაგრძობს.

სრულად...

„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება. პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები მას შემდეგ გაუქმდა, რაც პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდა.

სრულად...

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარ ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ  „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე „რუსთავი 2"-ის მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. 

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მან მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა, და ბრძანა, რომ „მძიმე დროს ვცხოვრობთ, მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს“.

სრულად...

„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებსა და ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით პირველ ვრცელ განცხადებას ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აკეთებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი