ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. ხატიაშვილი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჩხეიძე სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. ჩხეიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ ყველანაირი მტკიცებულება აქვს, რათა სიმართლე დაამტკიცოს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟი გრძელდება.
„რუსთავი 2“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს, სადაც საუბრის მონაწილეები თავის დაზღვევის მიზნით ნაცვალსახელებით და ზოგჯერ კოდური სიტყვებით საუბრობენ. ჩანაწერები რამდენიმე ეპიზოდად იყოფა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ რთული დროა, ეს სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას.
„რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილის ძმის სკანდალურ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ის ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას.
30 სექტემბერს, თბილისი-მარათონთან დაკავშირებით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციამ გაავრცელა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასულიერო პირთაგან ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.