თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სერჟანტმა გიორგი ხუბულურმა ქართული ჯარის შესახებ ლექცია, ამჯერად, მარნეულის N6 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების, ქართული და რუსული სექტორის 80 მოსწავლეს წაუკითხა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ერის იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართული ენის მნიშვნელობა განუზომელია.
თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში, ქართული კინოს ვარსკვლავის, სახალხო არტისტის, ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ინგლისური ენის კურსების დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა.
თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაესვა.
თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით სამგზავრო ბარათის - მეტრომანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისში მომლოცველთა ჯგუფმა სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.