ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი - 50 წლამდე ქალი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ათონის წმინდა მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს უმასპინძლეს.
№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას პატივი მიაგო, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი დააკავეს. 50 წლამდე მამაკაცის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი საოკუპაციო ზოლის ახლოს საქონელს მწყემსავდა.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.
ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის დღეს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც ზვიადაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს პოზიციით, აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია მსჯელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.