პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვისას, ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყეს. ისინი აპროტესტებდნენ ჯანსუღ ჩრკვიანის მათაწმინდაზე დასაფლავებას, ასევე მოითხოვდნენ რომ მთაწმინდის პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, რუსი მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ.
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და მოქალაქეები დაესწრნენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად, ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა. ივანიშვილი მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა.
სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები მივიდნენ.
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე, მერიის სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ნარმანიამ იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, მხოლოდ დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა ადმინისტრაციული იქნება და არა საპატიმრო.
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ მსჯელობა მიმდინარეობს. კონფერენციას სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს.
თბილისის ახლადარჩეული მერი გმირთა მოედანის მიმდებარედ კიდევ ერთხელ მივიდა, სადაც მიწისქვეშა გადასავლელში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო და „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.