ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან მიმართებაში, არ არსებობს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, დაჭრილი სამართალდამცავების მოსანახულებლად მივიდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების მოსანახულებლად თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა. როგორც ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაჭრილ სამარალდამცავებს გამოჯნმრთელება უსურვა.
თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მივიდა. მერმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და ადგილობრივ მცხოვრებელებს დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა.
სუს-ის სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩის დაზარალებულ მცხოვრებლებს დახმარება შესთავაზა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა.
სს „საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმიანება. იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში მედიის წამომადგენლებს განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.