ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს.
თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დიდუბის რაიონში ქარმა ხეები წააქცია და ტოტები მოგლიჯა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
შს მინისტრმა თელავში საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 33 კმ-ში, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.
თბილისში, ზაჰესის მიმდებარედ ხანძარია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ფერდობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია.
ყაზბეგში, მყინვარწვერზე პოლონელი ტურისტი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 4300 მეტრის სიმაღლეზე, მწვერვალზე ასვლის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს „ქართულ საღამოზე'' უმასპინძლა. საღამოზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო გამოფენილი.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.