საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან, ლევ სარქისოვთან ერთად, ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად, ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ტურისტი, რომელმაც თოთის მთაზე ფეხი დაიზიანა, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. შს სამინისტროს ცნობით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი.
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, ბალახს გაუჩნდა, შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელი გამარჯვებადან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ქეთი დოლიძე აღარ უხელმძღვანელებს.
ამ დღეებში იყო ბევრი წარმატება სპორტის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს - იყო სამი ისტორიული გამარჯვება, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.