ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს.
თბილისის მერიის ცნობით, გზის აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს გიორგი ლეონიძის ქუჩა გადაიკეტება.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა მიმართა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებულ მოსახლეობას დედაქალაქის მერია მაქსიმალურად დაეხმარება. მერის თქმით, სახლის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაეწევა.
თბილისში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა.
საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის თანამდებობაზე ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების" თანამშრომლებს დაემშვიდობა.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირზე გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.