საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. 

სრულად...

2020 წლის 21 აგვისტოდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის, თეთრი წყაროს, ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 16 (თექვსმეტი) სექცია ამოქმედდა.

სრულად...

რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს ექიმები მიიჩნევენ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი არ მოუწამლავთ.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  ეკატერინე დგებუაძე ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ  ფართობზე განხორციელდა.

სრულად...

კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებასა და მზარეულების გადამზადებას ისახავდა მიზნად, წარმატებით დასრულდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი