აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.004 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოში, თბილისის დროით 15:50 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში მისი სახელობის „3X3 კალათბურთის“ ტურნირი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.