საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნეკოს განცხადებით, განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. აღნიშნული განცხადება მან ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სამხედროებს მოუწოდებს, ბელარუსში ძალა არ გამოიყენონ.
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 81-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში საზეიმოდ გახსნა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან.
ბელარუსში საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ბელარუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა საქართველოს ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში და იქედან გამომდინარე, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, ის სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.