საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიური რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა. როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი ქობულეთის კლასტერიდან არის. ვირუსი კაფე „ჰავანაში“ გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მესტიაში კორონავირუსზე ამ დროისთვის 3400-მდე ტესტია აღებული, საიდანაც 32 არის დადასტურებული შემთხვევა. მისი თქმით, დარჩენილი იყო ორი სოფელი - ცხუმარი და ეცერი, სადაც უკვე წასულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი და იწყებენ „პისიარ“ ტესტირებას.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, დაშავებულია შვიდი სხვა მოქალაქე. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
(GUARDIAN.GE) – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავისი უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა. ძმის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტი მას ნიუ იორკის საავადმყოფოში სტუმრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.