თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე N125 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. შემოდგომაზე, იმავე ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.
რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე, 8 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ახალი სარდალი ხონში, დასავლეთის სარდლობის შტაბს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა.
მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავით ზალკალიანმა „ფრონტერასთვის“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ კომენტარი გააკეთა.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა არასამათავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. კვლევა წარადგინა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის“ კოორდინატორმა, ლაშა ტუღუშმა და იგი მომზადდა „ლიბერალური აკადემია თბილისის“ (EI-LAT) მიერ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA-Georgia) მჭიდრო თანამშრომლობით.
ევროპის საბჭოს (Council of Europe) ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენელთა ინიციატივითა და ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.