ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„რესპუბლიკური კლინიკის“ დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მათ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არცერთს აქვს.
ვაკის რაიონის გამგეობამ, სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცეების მოწყობა-განახლება 14 მისამართზე განახორციელა. ექვსი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცეტრი ქართული საზოგადოებისთვის დიდი მონაპოვარია და არის ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო.
გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის ეკონომიკური და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სხვადასხვა შესაძლებლობა იქმნება, - ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურბანული მობილობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, ამ საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურა ერთად, რა თქმა უნდა, ერთობლივი მიღწევაა და ნამდვილად შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" გახსნის ღონისძიებაზე.
სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებ საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.