საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, ბაზრობებზე კი რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, შესვლა-გასვლისას მოქალაქეები ტემპერატურის შემოწმებას გაივლიან. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში,  მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. ამასთან, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება თერმოსკრინინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

სრულად...

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, წუწუნავას ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამჟამად, პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს - იგება ასფალტის მეორე ფენა. 

სრულად...

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის საქართველოს 77-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.

სრულად...

დევნილთა უკმაყოფილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მიმართ მატულობს. ქალაქში გამოჩნდა აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საწინააღმდეგო სტიკერები.

სრულად...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილით განახლდა.

 

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებულები არიან.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო. ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი