საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს დაუდგინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდიst opcov.ge ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით პარიზი-თბილისი სამშობლოში 176 ადამიანი დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა როგორც არასდროს“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შეფასებისას.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0109 პუნქტით გამყარდა.
ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.